რა ხდება მაშინ, როცა საკეტს ელემენტი დაუჯდება - ჭკვიანი კარი
ბლოგი

რა ხდება მაშინ, როცა საკეტს ელემენტი დაუჯდება

ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი ტემპის სამყაროში, ჭკვიანი საკეტი გვიმარტივებს ცხოვრებას, მას ისევე, როგორც ყველა სხვა ტექნოლოგიას სჭირდება ენერგია. საკეტი იკვებება ოთხი AA ზომის ბატარეით და გვთავაზობს  5000-6000 კარის გახსნას იმ დრომდე, სანამ ელემენტი დაჯდება.

როდესაც, თქვენი ჭკვიანი საკეტის ელემენტი ენერგიას კარგავს იგი გაცნობებთ, რომ ბატარეა ჯდება და ბოლო 200 გაღება, სანამ იგი საბოლოოდ გაითიშება აგზავნის ხმოვან შეტყობინებას, რომ ბატარეის შეცვლა ჰორიზონტზეა. ის ამბავიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელემენტის სტატუსი და მისი პროცენტული რაოდენობა აპლიკაციაშიც ჩანს. მაგრამ რა მოხდება, თუ სხვადასვა მიზეზის გამო დროულად ვერ შეცვლით ბატარეებს?

თუ თქვენ ვერ შეძლებთ ბატარეების დროულად გამოცვლას, ჭკვიანი საკეტი გაითიშება და მას ვეღარ გააღებთ თითის ანაბეჭდის, კოდის ან ბარათის გამოყენებით, იქამდე სანამ ელემტს შეცვლით.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც სადარდებელი არაფერია, დამჯდარი ელემენტიანი საკეტის გახსნის ორი გზა არსებობს:

პირველი გზა:

ჭკვიან საკეტს მოჰყვება ორი სტანდარტული ლითონის გასაღები, რომელიც მსგავსი შემთხვევებისთვისაა გათვლილი. ერთ- ერთი გადასაღებით შეგიძლიათ გააღოთ საკეტი და შეხვიდეთ სახლში.

მეორე გზა:

იმ შემთხვევაში, თუ  სტანდარტული ლითონის გასაღებები ფიზიკურად ხელმიუწვდომელია (მაგ: სახლში დაგვრჩა ჩაკეტილი), ჩვენი ჭკვიანი საკეტი აღჭურვილია მოსახერხებელი USB პორტით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ საკეტი კვების წყაროსთან, როგორიცაა დენის ბანკი (powerbank) ან ლეპტოპი. მიაწოდოთ საკეტს ელექტროენერგია ერთჯერადად და თქვენი ანაბეჭდით ბარათით, კოდით ან აპლიკაციით გააღოთ კარი, ისე როგორც ამას აკეთებდით მანამ სანამ ელემტი დაჯდებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ USB კაბელი უზრუნველყოფს სწრაფ გადაწყვეტას, ის რეალურად არ ტენის ჭკვიან საკეტს, ის მხოლოდ დროებით აწვდის ენერგიას მას, რათა შეძლოთ სახლში შესვლა.

ჭკვიანი საკეტი, ელემენტის კვებასთან დაკავშირებული შეტყობინების სახით, უზრუნველყოფს კარის შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. ახალი ელემენტის ჩანაცვლება არ არის იმ მაშტაბის პრობლემა, როგორც ამ ბლოგის წაკითხვამდე გვეგონა. ის აზრი, რომ თუ ელემენტი დაჯდა, სახლში ვერ შევალთ და მოგვიწევს კარის შენგრევა ცალსახად მცდარია.

გახსენით ვიდეო ლინკი და ბლოგში არსებული ინფორმაცია თქვენი თვალით ნახეთ:

https://www.youtube.com/watch?v=5oAdA7IE_QY