ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

დეტალური ინფორმაცია მონტაჟის, წყალგამძლეობის, გარანტიის და დისტანციური კონტროლის შესახებ.

როგორ მუშაობს სმარტ საკეტი?
სმარტ საკეტი იყენებს გასაღების გარეშე შესვლის ტექნოლოგიას — თითის ანაბეჭდით, ტელეფონით (Wifi, Bluetooth), ბარათით ან კოდით. საკეტი უკავშირდება ტელეფონს ინტერნეტით და საშუალებას გაძლევთ მართოთ იგი დისტანციურად.
საკეტები წყალგამძლეა?
ჩვენს კატალოგში არის წყალგამძლე სმარტ საკეტები, რომლებიც გამძლეა წვიმისა და თოვლის მიმართ. გვაქვს მოდელები, რომლებიც ორივე მხრიდან წყალგამძლეა და იდეალურია ეზოს კარებისთვის.
რამდენ ხანში ხდება მონტაჟი?
მონტაჟი საშუალოდ დაახლოებით 1 საათში სრულდება. ჩვენი გამოცდილი ტექნიკოსები უზრუნველყოფენ სწრაფ და ხარისხიან ინსტალაციას.
რა ხდება დენის გათიშვის შემთხვევაში?
ყველა საკეტს აქვს სარეზერვო ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობას დენის გათიშვის შემთხვევაშიც. ასევე ყველა მოდელს აქვს მექანიკური გასაღები საგანგებო სიტუაციებისთვის.
რა გარანტია აქვს საკეტებს?
ჩვენი საკეტები უზრუნველყოფილია 2 წლიანი გარანტიით, რომელიც მოიცავს ტექნიკურ გაუმართაობებს და ქარხნულ დეფექტებს.
შესაძლებელია თუ არა საკეტის დისტანციური კონტროლი?
დიახ. ყველა ჩვენი სმარტ საკეტი საშუალებას გაძლევთ მართოთ საკეტი მობილური აპლიკაციიდან მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.