ტრადიციული კარის საკეტი VS ჭკვიანი საკეტი! რატომ არის განახლების დრო
შესავალი
Რამდენჯერ გქონიათ გასაღებთან დაკავშირებული პრობლემა? Პრობლემებს რომელსაც აწყდებით ხშირ შემთხვევაში შემდეგია: სახლში არ ხართ, და კარებს ვერ უღებთ მოულოდნელ სტუმარს, კარგავთ ან მუდმივად ეძებთ გასაღებს, ხშირად გვჭირდება საკეტის შეცვლა, რაც დაკარგულ დროს და ფულს ნიშნავს, ან ფიქრობთ რომ თქვენი სახლი საკმარისად დაცული არ არის. თუ გეტყვით, რომ არსებობს საკეტი რომელიც სტანდარტულად გასაღებით იღება, მაგრამ ასევე შეგიძლია გააღო თითის ანაბჭდით, კოდით ან ჩიპით. დააყენო ერთჯერადი წვდომის კოდები, ასევე შეგეძლოს აპლიკაციიდან გაღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან! ეს არის ჭკვიანი საკეტი.
Რა განასხვავებს ჭკვიან საკეტს, ტრადიციული საკეტისგან?
დავიწყოთ იმით, რაც ყველამ ვიცით: ტრადიციული მექანიკური საკეტები. ეს არის არაკომფორტული, მოძველებული სისტემა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვიყენებთ კარების გასაღებად: იქნება ეს ბინის კარის გაღება, აგარაკის, ოფისის და ა.შ. თქვენ გაქვთ გასაღები, ათავსებთ საკეტში, მოატრიალეთ და კარი იღება. ეს მარტივია და მუშაობს, მაგრამ არსებობს რიგი პრობლემები: დაკარგული გასაღებები, და თქვენ გარეთ რჩებით. უნდა გამოიძახოთ ზეინკალი, რაც დრო და ფული ღირს. გასაღებების დუბლიკატი გაქვთ? ცუდი განზრახვის მქონე ადამიანს შეუძლია თქვენი გასაღების ასლი გააკეთოს და შევიდეს სახლში თქვენი ნებართვის გარეშე. შეზღუდული კონტროლი: როდესაც ვინმეს აძლევთ გასაღებს, მას აქვს წვდომა მანამ, სანამ არ შეცვლით საკეტს.
Რაც შეეხება ჭკვიანი კარის საკეტს, რომელიც მოაგვარებს ტრადიციული საკეტის პრობლემებს, უფრო დეტალურად გაგაცნობთ. . ეს არის საკეტი, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს ერთ საათზე ნაკლებ დროში და კონტროლდება თქვენი ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით. Შეგიძლიათ დააგენერიროთ კოდები, შეუძლია ბარათების წაკითხვა და თითის ანაბეჭდების ამოცნობაც.
როგორ ჭრის ეს ტრადიციული საკეტების პრობლემებს?
გასაღების დაკარგვაზე აღარ ნერვიულობთ, რადგან, სახლის გაღება შეგიძლიათ კოდით, ბარათით, თითის ანაბეჭდით ან ტელეფონით.
კარების კონტროლი: შეგიძლიათ დროებითი კოდები მისცეთ სტუმრებს ან თანამშრომლებს. ეს კოდები მუშაობს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ წყვეტს მუშაობას, ასე რომ თქვენ არ ინერვიულოთ იმაზე, რომ ვინმე შეძლებს შესვლას თქვენს სახლში, თქვენი ცოდნის გარეშე.
გაძლიერებული უსაფრთხოება: ჭკვიანი საკეტის გაღება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული საკეტის, Smart Door - ის ჭკვიანი საკეტები აკმაყოფილებენ ევროკავშირის უსაფრთხოების მოთხოვნებს და მინიჭებული აქვს CE სერტიფიკატი ასევე, თუ მაინც შეეცდება ვინმე საკეტის გატეხვას, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტელეფონზე.
ჭკვიანი კარის უპირატესობა ჩვენ მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გარდა, გთავაზობთ კიდევ უფრო მეტს:
დისტანციური მართვა: ჭკვიან საკეტს აქვს ჩაშენებული ზარის ფუნქცია, ზარის დარეკვისას, ტელეფონში შემოგდით შეტყობინება და შეგიძლიათ გააღოთ კარი თქვენი ტელეფონით ნებისმიერი ადგილიდან, ასე რომ შენი ოჯახის წევრს, თანამშრომელს ან სხვა ნებისმიერ სტუმარს ლოდინი არ მოუწევს კართან.
დასკვნა
დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ტელეფონებს, მანქანებს, მაცივრებსაც კი, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო მარტივი და უსაფრთხო იყოს. რატომ არ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კარი? Smart Door გთავაზობთ უსაფრთხოებას, მოხერხებულობას და კონტროლს, რომელსაც ტრადიციული მექანიკური საკეტები ვერ გვთავაზობენ. ერთწლიანი გარანტიით და მონტაჟის სერვისით სწორედ აქ, საქართველოში, თქვენ გაქვთ ყველა მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ კარის განსაახლებლად. დროა დავემშვიდობოთ ძველ საკეტს და განვაახლოთ ჭკვიანი საკეტით, გავიმარტივოთ ყოველდღიურობა თქვენთვის და ყველასთვის ვისაც უწევს თქვენთან მოსვლა. Smart Door-ის ყველაზე გაყიდვადი საკეტია Bella Nero, რომელზე დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.