განაახლეთ თქვენი სახლის კარები - ჭკვიანი კარი
ბლოგი

როგორ ვანახლებთ ძველ რკინის კარს

ძველი კარი ხშირად არ ნიშნავს, რომ ახალი უნდა იყიდო

რკინის კარი გაქვთ და ფიქრობთ მის შეცვლაზე? ხშირ შემთხვევაში საჭიროა არა ახალი კარის ყიდვა, რაც დიდი ამბავია: ძველი კარის დემონტაჟი, გაყიდვა, გადაგდება, ახლის ყიდვა, მოტანა, ჩაყენება, კედლების გასწორება. 

კომპანია ჭკვიანი კარი ამას აგარიდებთ თუ თქვენი კარი აკმაყოფილებს განახლების კრიტერიუმებს. ვემსახურებით თბილისსა და მის შემოგარენში. ვცვლით არა მხოლოდ კარის ვიზუალს, არამედ მის ფუნქციას, ხმისა და ქარისგან იზოლაციას და ყოველდღიურ კომფორტს.

შედეგები: განახლებამდე და შემდეგ

საწყისი მდგომარეობა (Before)

კარი განახლებამდე 1
მაგალითი 1
კარი განახლებამდე 2
მაგალითი 2
კარი განახლებამდე 3
მაგალითი 3

განახლების შემდეგ (After)

Smart Door Nero One
Nero One
Smart Door განახლებული
Smart Door
Smart Door Nero Vision
Nero Vision

როგორ მიმდინარეობს პროცესი

რას მოიცავს განახლება?

ჩვენი სერვისი მოიცავს სრულ ციკლს:

  • მიკროცემენტის საფარს: მყარი და სწორი ზედაპირის მისაღებად
  • დამცავ ფენას: წყალგამძლე და ცვეთამედეგი 
  • ჩარჩოების შეღებვას: სრული ვიზუალური სიახლის ეფექტისთვის
  • იზოლაციას: დაცვა ნიავისა და ხმაურისგან 
  • რელიეფურ ზოლებს: არქიტექტურული დეტალებისთვის ( ზოლების დიზაინის ცვლილება შესაძლებელია)
  • სურვილის შემთხვევაში: ჭკვიანი საკეტის მონტაჟს

ფასები და პაკეტები

ჩვენ გთავაზობთ როგორც მხოლოდ კარის ვიზუალურ განახლებას, ასევე სრულ პაკეტებს ჭკვიანი სისტემებით (Nero Start, Nero One, Nero Vision). ყველა პაკეტის დეტალური ფასისთვის ეწვიეთ პროდუქტის გვერდს, ან შეავსეთ ფორმა:

კონსულტაცია / შეკვეთა

დაგვიკავშირდით

📞 032 219 55 59

სამუშაო პროცესი

კარის განახლებას განსაკუთრებულობას სძენს პროცესის სიმარტივე. თქვენ არ დაგჭირდებათ კარის მოხსნა და სახელოსნოში წაღება.

  • ხანგრძლივობა: სამუშაოები სრულდება საშუალოდ 2 დღეში.
  • სისუფთავე: ვიყენებთ შეფუთვას არეალის დაბინძურების პრევენციისთვის.
  • გარანტია: სრული გარანტია შესრულებულ სამუშაოზე.